ნიკ გორდონს ბობი კრისტინა ბრაუნის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი

0
174

უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი მემკვიდრე, ბობი კრისტინა ბრაუნი 26 ივლისს გარდაიცვალა – გოგონამ სიცოცხლის ბოლო დღეები ჰოსპისში უახლოესი ნათესავების გარემოცვაში გაატარა. მიუხედავად მედიკოსების მრავალთვიანი მძიმე შრომისა და მცდლეობისა, ახალგაზრდა ქალს სიცოცხლე მაინც ვერ შეუნარჩუნეს. ის რამდენიმე წუთით ხელოვნური სუნთქვის აპრატიდანაც კი გამორთეს, იმ იმედით, რომ გოგონა კომიდან გამოვივოდა, თუმცა, მცდელობამ სრული კრახი განიცადა და ბობი კრისტინაც კვლავ ინტენსიური თერაპიის კაბინეტში გადიაყვანეს.

მის გარდაცვალებამდე ბევრად ადრე ტვინის შეშუპების მიზეზებზე პოლიცია ალაპარაკდა და გოგონას მდგომარეობა გონების დაკარგვამდე მიღებულ ტრავმას დააბრალა – ბობი კრისტინა ხომ ავარიაში მოყვა და დიდი შანსია, რომ თავის სწორედ ამ დროს დაიზიანა. ბოლო პერიოდში, სანამ ბობი ბრაუნისა და უიტნი ჰიუსტონის ერთადერთ ქალიშვილს დაკრძალავდნენ, მისი ოჯახი კომენტარს არ აკეთებდა, ახალხან კი ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებმა სარჩელი კიდევ ერთხელ შეიტანეს – ამჟამად ბობი კრისტინას მეუღლეს, ნიკ გორდონს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ, ახალგაზრდა მამაკაცი 12 წლის ასაკში უიტნიმ იშვილა, ის ფაქტობირვად ბობი კრისტინასთან ერთად გაიზრდა და მომღერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში წყვილი ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ბობი კრისტინას მამა და ნათესავები იმ დღეს მომხდარ მოვლენებს იხსენებ, როდესაც ბობი კრისტინა საავადმყოფოში გადიაყვანეს და დასტურად ფოტოებიც მოაქვთ – მათი მტკიცებით, ნიკ გორდონი ბევრ რამეს მალავს და ცოლის სიკვდილში წვლილი მიუძღვის.

სწორედ იმ დღეს, როდესაც ბობი კრისტინა საავადმყოფოში მოხვდა, ნიკ გორდონი ამავე დაწესებეულებიდან გამომავალი დააფიქსირედს, მას ეტლში მჯომი გოგონა ჰოსპიტალიდან გამოჰყავდა, მოგვიანებით გაირკვა რომ ახალგაზრდა ქალი წყვილის დიდი ხნის მეგობარი, დანიელა ბრედლი იყო, დანიელა ნიკთან და ბობისთან დიდ დროს ატარებდა, ცოლ-ქმართან მეგობრობდა ბრედლის ბოიფრენდიც, 24 წკლის მაქს ლომასი. ბობი კრისტინას ოჯახი და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ ნიკმა გოგონა ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალებებით გააბრუა, შემდეგ კი აბაზანაში ჩააწვინა იმ იმედით, რომ დაიხრჩობოდა. სარჩელში ნათქვამია, რომ ნიკს გარეთ დანიელა ელოდა. როგორ მოხვდა გოგონა საავდმყოფოში, ან რატომ გადაწყვიტა მეგობრის იქიდან გამოყვანა ნიკმა, როდესაც მისი ცოლი სიკვდილს ებრძოდა, გაურკვეველია.

მედიის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ დანიელას დედას, მარლენს, რომელიც აცხადებს, რომ ქალიშვილთან უვკე დიდი ხანია კონტაქტი გაწყვეტილი აქვს, ამისი მიზეზი კი ლომასია, რომელიც გერლფრენდს აბსოლუტურად ყველასთან ურთიერთობას უკრძალავს. ქალი ადასტურებს, რომ სურათზე ნამდვილად მისი შვილია გამოსახული, თუმცა, მიზეზი რის გამოც ის საავდმყოფოში მოხვდა არ იცის. “დანიელა ბობი კრისტინას გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა, ისინი ახლო მეგობრები იყვნენ“ – ამტკიცებს მარლენი. ის ასევე გამორიცხავს სავარაუდო რომანს ნიკსა და დანიელას შორის, ადვოკატები კი ამტკციებენ, რომ პრეტენზიები გოგონას მიმართ სრულიად უსაფუძვლოა. თუმცა, როგორც ჩანს, ბობი კრისტინას გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე კვლავ აქტიური განხილვის საგანი იქნება.