Uma Thurman-ი ორსულადაა – მეოთხე შვილზე – სწორედ ამ სათუარებითაა აჭრებული ყვითელი გამოცემები – მსახიობის მომავალი შვილის მამად ბიზნესმენ Andre Balazs-ს მიიჩნევდნენ – წყვილს სამწლიანი რომანი დიდი ხნის წინ აკავშირებდა, რვაწლიანი პაუზის შემდეგ კი მსახიობმა და ბიზნესმენმა ურთიერთობის გაგრძელება გადაწყვიტეს, თანაც ისე სერიოზულ ჭრილში, რომ სულ მალე მშობლები გახდებიან.
Uma Thurman-ი მესამე შვილის მამას, Arpad Busson-ს გასულ წელს დშორდა, მოგვიანებით მისი სახელი Quentin Tarantino-ს დაუკავშირდა – მსახიობი ხომ 20 წლზე მეტია რეჟისორის მუზა გახლდავთ, წყვილი ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა, თუმცა, მოგვიანებით ორივემ ყველას ცივი წყალი გადაასხა – ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრობააო. სწორედ ამ პერიოდში Uma ახალ/ძველ ბოიფრენდთან ერთადაც გამოიჭირეს და მოგვიანებით იმაზეც დაიწყეს ჭორაობა, რომ ქალი ძალიან გასუქდა. ამჯერად პაპარაცები მსახიობს თავს გადასაღებ მოედანზე დაადგნენ, ქალმა მათი დანახვისთანავე ფოტოგრაფების გაყრა მოითხოვა, რამაც ეჭვები რა საკვირველია გააღრმავა.
Uma Thurman- ს უფროსი ქალ-ვაჟი მსახიობისგან, Ethan Hawke-ისგან ჰყავს, ქალს მესამე ბავშვი 2012 წელს Arpad Busson-ისგან შეეძინა და თუ ყვითელ მედიას ვენდობით, სულ მალე კიდევ ერთი პატარას დედა გახდება…