მაია ასათიანის მწვავე პასუხი ია ფარულავას (ექსკლუზივი)

0
107

“ადამიანებისგან აღარაფერი მიკვირს…“

ია ფარულავამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც, მისივე თქმით, ერთ-ერთი ჟურნალისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მან და ჟურნალის რედაქტორმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ მისი გამოქვეყნების დრო ახლა არ იყო.

ია ფარულავა მაია ასათიანისა და გია ჯაჯანიძის რეიტინგებით ომის შესახებ წერს და “პროფილის“ წამყვანს “დასუსტებულ ქალს“ უწოდებს, რომელიც დალასლასებს. “მოგეხსენებათ, ეს ორი გადაცემა ამ ბოლო დროს დიდ რეიტინგულ ომშია გახვეული. ისე კი, რაც ვერაფერი დააკლო “პროფილს“ მეგაპროექტმა “ცეკვავენ ვარსკვლავები“, ჯაჯანიძემ დედა უტირა. იმასაც ამბობდნენ მავანნი, რომ ეს დროებითია და მაიას სუპერპროფესიონალიზმი და უდიდესი ჟურნალისტური სკოლა თავისას იზამს და “პროფილი“ ისევ ლიდერი იქნებაო, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ მაია გადაიღალა. ერთხელ გულიც კი წასვლის “რუსთავი 2“-ის ბუფეტში“ – წერს ია ფარულავა.

უცნობია, რამ გადააწყვეტინა მას მაია ასათიანის პირადი კრიტიკა მაშინ, როდესაც მისი გადაცემის არცთუ იშვიათი სტუმარია.

ჩვენ “პროფილის“ წამყვანს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

განაგრძეთ კითხვა>>>