The Weeknd კვლავ ბილბორდის ლიდერია

0
18

The Weeknd-ის სინგლი “Can’t Feel My Face” Billboard Hot 100-ის ლიდერია. ტრეკი, რომელიც გასულ კვირის განმავლობაში ჩამოქვეითდა და მეორე პოზიციას იკავებდა ჩარტში, კვლავ დაუბრუნდა პირველ ადგილს.

OMI-ს ჰიტი “Cheerleader” კი ამ დროისთვის ბილბორდის ცხელი სიმღერების ასეულში მეორე პოზიციაზე გვევლინება. ლიდერთა სამეულს კი Silento-ს “Watch Me” ხურავებს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა პოზიციებს არ თმობს.

როგორც გასულ კვირაში ამჯერადაც The Weeknd-ის ორი სინგლი გახლავთ პირველ ხუთეულში. “Can’t Feel My Face”, რომელიც მეორედ მოექცა ჩარტის სათავეში და “The Hills”, რომელიც ამ დროისთვის მეოთხე ადგილს იკავებს.
[jwplayer mediaid=”1835″]