10 ყველაზე რეიტინგული ქართველი მსახიობი

0
2045

თანამედროვე საქართველოში მსახიობები ანაზღაურებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. რაც უნდა პოპულარული იყო, მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს საკუთარი თავის ამ პროფესიით რჩენას, მაგრამ თუკი სცენის მტვერს ერთხელ შეისუნთქავ, მერე თავის დანებება ძალიან რთულია.

ქართველ მსახიობებს შორის, შედარებით ახალ თაობას ვგულისხმობთ, მაინც აღმოაჩენთ ისეთ სახელ-გვარებს, რომლებიც არასდროს რჩებიან საზოგადოების ყურადღების მიღმა და მუდმივად დაკავებულები არიან საკუთარი პროფესიით.

დღეს წარმოგიდგენთ ასეთ მსახიობთა ათეულს.

დუტა სხირტლაძე 111

დუტა სხირტლაძე – ათეულს გავხსნით ადამიანით, რომელმაც თეატრი ტელევიზიაზე გაცვალა, თუმცა ამას ყოველთვის დანანებით აღნიშნავს თითქმის ყველა ინტერვიუში. დუტა სხირტლაძისთვის ტელე თუ კინოსამყაროში ყოველთვის მოიძებნება ადგილი. ის მუდმივად დაკავებულია სხვადასხვა პროექტში, თავადაც ქმნის პროექტებს, მიჰყავს ყველაფერი, რისი წაყვანაც შესაძლებელია, მონაწილეობს სერიალებში. მალე GDS-ზე ახალი სერიალი დაისტარტება, ”მზარეულები“, და ერთ-ერთ მთავარ როლში სწორედ დუტას ვიხილავთ.

შორენა ბეგაშვილი  111

შორენა ბეგაშვილი – Playboy-ში გაშიშვლების შემდეგ მისთვის ყველა კარი გაიღო, როგორც ტელევიზიის, ისე კინოსამყაროსიც, ისე, რომ დაკაკუნებაც არ დასჭირვებია. შორენა ბეგაშვილი ტელეწამყვანობასაც ითავსებს, ყველა სხვა საქმიანობასთან ერთად და ყველაზე სექსუალური ქალის ტიტულსაც ჯერჯერობით არავის უთმობს საქართველოში.

მიშა მესხი 11

მიშა მესხი – ”გასეირნება ყარაბაღში“ პირველი სერიის გამოსვლისთანავე მიშას, თავისი ექსცენტრიკული და მხიარული ხასიათისა და თავგადასავლებისადმი მიდრეკილების გამო, მუდმივად თან სდევს პოპულარობა და როლებიც. სერიალებში ნაკლებადაა დაკავებული, სამაგიეროდ, კინოში ხშირად არის. იღებენ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ბოლო-ბოლო ოსკარზე ნომინირებულ ფილმ “მანდარინებში“ მონაწილეობდა.

ნანკა კალატოზიშვილი 11

ნანკა კალატოზიშვილი – უკვე აღარც გვახსოვს, ჟურნალისტები რა დროიდან ვაკითხავთ ნანკა კალატოზიშვილს ინტერვიუებისთვის. მასთან პოპულარობა დიდი ხანია მოვიდა. წლებია, დაკავებულია როგორც სერიალებში, ასევე კინოში და რასაკვირველია, თეატრშიც, დათო დოიაშვილთან. ასევე ტელეპროექტებშიც. იყო უამრავი შოუს წამყვანი, მათ შორის “სიმართლის დროსა“ და “ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უძღვებოდა.

ვანიკო თარხნიშვილი 11

ვანიკო თარხნიშვილი – ვანიკო დაკავებულია როგორც თეატრში, ასევე სერიალებში, კინოში და ტელევიზიაში, ბოლო დროს კი, “გამოუვალი მდგომარეობის“ რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მსმენელისთვის საყვარელი ჯგუფის სოლისტიც გახდა.

კოტე თოლორდავა  11

კოტე თოლორდავა – სამწუხაროა, რომ ნიჭიერი მსახიობი სიცოცხლეს გამოემშვიდობა. ის რუსეთში გადაღებებზე იმყოფებოდა, როდესაც გულმა უმტყუნა. მსახიობი იმდენად დაკავებული იყო, რომ რუსეთიდან ჩამოსვლა მოუწია, რომ მორიგი სპექტაკლის პრემიერისთვის მზადებაში ჩართულიყო და შემდეგ უკან გაემგზავრა. კოტე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი “ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით გახდა, შემდეგ კი იყო დაკავებული როგორც თეატრში, ასევე კინოსა და ტელევიზიაში, სადაც მეუღლესთან ერთად ყოველდღიური გადაცემა მიჰყავდა.

ია სუხიტაშვილი 11

ია სუხიტაშვილი – იაც წლებია, პრესისთვის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტია,. რუსთაველის თეატრში ის რობიკო სტურუას ფავორიტ მსახიობად მიიჩნევა და ბევრ სპექტაკლშია დაკავებული, ხშირად იღებენ კინოში, იყო მუსიკალური შოუ “X ფაქტორის“ წამყვანი.

რუსკა მაყაშვილი 11

რუსკა მაყაშვილი – მომხიბვლელმა ფიფქიამ ერთ-ერთი ბანკის კრეატიული რეკლამიდან არა მხოლოდ მექალთანე თოვლის ბაბუა მოხიბლა. რუსკამ მას შემდეგ საკმად გრძელი გზა გაიარა თავისი გრძელი ფეხებით და დღითიდღე უფრო პოპულარული ხდებოდა. რეკლამები, სერიალები, ტელეპროექტები, კინო, თეატრი – ყველგან დაკავებულია.

გიორგი ყიფშიძე 11

გიორგი ყიფშიძე – შეიძლება თამამად ითქვას, რომ თავისი როლებით თეატრში, კინოსა თუ ტელესერიალებში, გიორგიმ მამის ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. მისი პოპულარობის განმაპირობებელი კიდევ ერთი ფაქტორი პირადი ცხოვრებაა, ჭორები, რომლებიც პერმანენტულად ვრცელდება მის გარშემო. საზოგადოების ყურადღებას მუდამ იმსახურებს, სულ აქტუალურია და შესაბამისად, არასდროს აკლია შემოთავაზებები. არ უნდოდა ტელეწამყვანობა, რადგან ფიქრობდა, რომ არ გამოუვიდოდა, ბევრ ასეთ წინადადებაზე უარი თქვა, თუმცა საბოლოოდ, ეს ამპლუაც მოირგო და არცთუ ურიგოდ.

კახა კინწურაშვილი 11

კახა კინწურაშვილი – კახა კინწურაშვილი ტელესერიალებში სულ უფრო ხშირად ჩნდება, ტელეეკრანზე წამყვანის როლშიც მშვენივრად გამოიყურება, კინოშიც იწვევენ. მეტი რა უნდა ინატროს მსახიობმა დღევანდელ საქართველოში?!.