“We Are Your Friends”-ის წარუმატებელი სტარტი

0
41

ზაფხულის სეზონის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფილმის სახელწოდება ცნობილია – უკვე რამდენიმე საათია მსგავსი სათაურებით ყველა ინტერნეტგამოცემაა აჭრელებული. საუბარია ფილმ “We Are Your Friends”-ზე, რომლის რელიზიც გასულ უიქენდზე შედგა.

2 000-ზე მეტი კინოთეატრის სალაროდან შეგროვილი თანხა მილიონ დოლარსაც კი ვერ აღემატება, რაც დაგვეთანხმებით, რომ ძალიან ცუდი მაჩვენებელი გახლავთ. საინტერესოა რამდენი მილიონის მოგორვებას შეძლებს მიმდინარე კვირის მანძილზე “We Are Your Friends”…

მიუხედავად იმისა, რომ სურათზე სამი კინოკომპანია მუშაობდა და მის შექმნასა და პიარ კამპანიაში 6 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა ნამუშევარმა მაყურებლის გულის მოგება მაინც ვერ მოახერხა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფილმში მთავარ როლს მანდილოსნების გულთამპყრობელი Zac Efron-ი ასრულებდა. პატრნიორობას კი ისეთი ვარსკვლავები უწევდნენ, როგორებიც არიან Emily Ratajkowski, Shiloh Fernandez-ი, Alex Shaffer-ი, Jonny Weston-ი და Wes Bentley.