სოციალური ქსელი საქართველოში აზრის გამოთქმის საუკეთესო საშუალება გახდა. ცნობილმა სახეებმა უკვე ძალიან კარგად იციან და გააცნობიერეს, რომ სოციალური ქსელი საჯარო ტრიბუნაა და მისი გამოყენება საკუთარი შეხედულებების უკეთ გასავრცელებლად, თუ პროექტების დასაპიარებლად შეიძლება.
საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი თვითერმა, ინსტაგრამიც მეტ-ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. აი, ფეისბუქი კი არა მხოლოდ მოსაზრებების გასავრცელებლად, არამედ სხვისი ამა თუ იმ საქციელის შესაფასებლად თუ გასაკრიტიკებლადაც კარგი პლატფორმაა, თანაც, შეგიძლია, გახსნა ანგარიში ისე, რომ საკუთარი ვინაობა დამალო, ესეც კიდევ დამატებით ხელ-ფეხის გახსნაა კრიტიკის გამოსათქმელად.
ცნობილი ადამიანები სულ უფრო მეტად იყენებენ სოციალურ ქსელს პოპულარობის გასამყარებლად და ახალი თაყვანისმცემლების შესაძენად.
გადავავლოთ თვალი იმ ცნობილ სახეებს, რომლებსაც ყველაზე მეტი მიმდევარი (Follower) ჰყავთ ფეისბუქზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მათ მეგობრებს შორის არ არიან, თავად დაინტერესდნენ ამა თუ იმ პოპულარული ადამიანის გვერდით და გახდნენ მისი “მიმდევარი“. ჩვენი მეორე კრიტერიუმი ოფიციალური გვერდების მოწონებების რაოდენობა გახლდათ.
შოუბიზნესს თუ გადავავლებთ თვალს, რამდენიმე ადამიანი იკვეთება, რომელსაც საკმაოდ რაოდენობის მიმდევრები ჰყავს ფეისბუქზე – მათ შორის შორენა ბეგაშვილის პირადი გვერდი გამოიყურება ყველაზე “მსუყედ“ – 50 958 მიმდევრით, სხვა შემსრულებლების პირად გვერდებსაც გადავავლოთ თვალი: ნინა სუბლატი – 46 181, ნინი ბადურაშვილი – 44 241, სოფო ნიჟარაძე – 28 340, თუმცა სოფოს შემთხვევაში, სხვა მომღერლებისგან განსხვავებით, მის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე გაცილებით მეტი მომწონებელი ჰყავს, 244 337, ანრი ჯოხაძეს ჰყავს 38 305 მიმდევარი პირად გვერდზე, ოფიციალურ ფეიჯს კი – 80 346 მომწონებელი, სტეფანეს გაცილებით მეტი მიმდევარი ჰყავს პირად გვერდზე, 25 483, ვიდრე მის ფეიჯს. ნუკა კვალიაშვილის პირადი გვერდს 20 453 მიმდევარი ჰყავს, ქრისტინე იმედაძეს – 23 827, თაკო გაჩეჩილაძეს – 11 575, სალომე ტეტიაშვილს – 21 428, გიორგი ნაკაშიძეს – 29 005, ნუცა ბუზალაძეს – 18 221, ნიკოლოზ რაჭველს – 13 061, რატი დურგლიშვილს – 9507.
ტელეწამყვანებს რაც შეეხებათ, ინგა გრიგოლიას, მაია ასათიანსა და გია ჯაჯანიძეს შესაბამისი გრაფა დახურული აქვთ, ამიტომაც მათი მიმდევრების რაოდენობა უცხო თვალისთვის უცნობია, არადა, საინტერესო იქნებოდა ამ მონაცემების ნახვა. რაც შეეხება შალვა რამიშვილს, მის ოფიციალურ გვერდს 9, 123 მომწონებელი ჰყავს, ნანუკა ჟორჟოლიანის პირად გვერდზე მიმდევრების რაოდენობა ასევე შთამბეჭდავია – 84 342, ეკა ხოფერიას პერსონალურ ფეიჯს ნაკლები რაოდენობის მიმდევარი ჰყავს, სულ 7 266, ია ფარულავას – 34 448, ეკო ფანგანს – 29 587.
კიდევ რამდენიმე საინტერესო მონაცემს გაგაცნობთ – მაკა ასათიანის გვერდს 75 539 მოწონება აქვს, ანუკი არეშიძის გვერდს – 65 243, ავთანდილის – 83 569, ხოლო გიორგი ქისტაურს, რომელიც საკუთარ გვერდზე სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პაროდიას ათავსებს, 76 920 მიმდევარი მოუგროვდა. ვანო ჯავახიშვილის ოფიციალური გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 21 753-ს შეადგენს. რეპერ მასტერის ფეისბუქ გვერდის ლაიქების რაოდენობა კი 85 000-ს აჭარბებს.
ახლა კი რაც შეეხება საპატიო პირველ ადგილს შოუბიზნესინდუსტრიაში, მომღერალ ბერა ივანიშვილის გვერდს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მისი ოფიციალური ფეიჯი მოწონებული აქვს 617 663 ადამიანს, რაც ქართველი შემსრულებლისთვის რეკორდული მაჩვენებელია, თუკი ზემოთ მოყვანილ რიცხვებს გადავხედავთ.