ნიკოლას ქანთარიამ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს, საზოგადოებას თავი საკმაოდ ეპატაჟური და ხმაურიანი ნაბიჯებით დაამახსოვრა. თუმცა, დიზაინერი მხოლოდ საქართველოს აღარ სჯერდება – სულ ცოტა ხნის წინ მან მამაკაცის ხაზი გამოუშვა, რომელიც მოსკოვში წარადგინა. ამჯერად კი ახალ კოლექციას ბაქოსთვის ამზადებს, რომლის შესახებაც დაწვრილებით თვითონ მოგვიყვება.
ნიკოლას, როდის და სად გაიმართება ბაქოში ჩვენება?
– ბაქოში 28-ში მიწევს წასვლა, გაკეთდა სპეციალური კოლექცია და სამოდელო სააგენტოს ”გრაციას” გოგოები წარადგენენ მას. ცოტა ხნის წინ ამ საგენტოს მენეჯერი გავხდი და სიამოვნებით დავთანხმდი, ძალიან სასიამოვნო და კარგ ადამიანს ია დოლიძეს, რომელიც დიდიხანია უკე ამ სააგენტოს უძღვება.
რა სიახლეს შესთავაზებ ბაქოში მოდის მოყვარულებს?
– სიმართლე გითხრათ ბაქოში პირველად მიწევს ჩასვლა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ახალ კოლექციას, დარწმუნებული ვარ დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ეს ხაზი მოიცავს თარგთა სხვადასხვაობას და მხოლოდ შავთეთრ კომბინირებულ ფერებშია გადაწყვეტილი ქსოვილები. ასევე ჩემი ოფიციალური ფოტოგრაფი მიშო გოგიძე თან მეყოლება და საინტერესო მასალას ჩამოგიტანთ ძალიან მალე.
რა იყო ახალი კოლექციის ინსპირაცია?
– ინსპირაცია ჩემი ბნელი და ნათელი მხარე იყო! ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა და ვნახოთ რა მოხდება ჩვენებაზე.
საქართველოში როდის შეძლებენ მოდის და თქვენი ბრენდის მომხმარებლები ამ კოლექციის ნახვას?
– საქართველოში ჩამოვალ თუ არა ART FACE STUDIO-სთან ერთად გავაკეთებ ისევ და ისევ ორიგინალურ ვიდეო არტს რომელიც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდება და ასევე დაიდება ჩემს ოფიციალურ ვერდებზე, ამის მერე კი გაყიდვაში ჩაეშვება შოურუმებსა და ონლაინ მაღაზიაში.