“ძალიან განვიცადე ჩემი ძმის, ჯანო იზორიას გავარდნა“ – ანდრია გველესიანი გულშემატკივარს მიმართავს

0
191

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფილაური ტურის შედეგების განხილვა არ წყდება. როგორც მოგეხსენებათ, პროექტი ჯანო იზორიამ დატოვა და ფინალში ანდრია გველესიანი და სტანისლავ ბონდარენკო გადავიდნენ.

ერთ-ერთმა ფინალისტმა, ანდრია გველესიანმაც არ დააყოვნა და სოციალურ ქსელში მიმართვა გააკეთა. მომღერალმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის:

“მეგობრებო , ჩემო ჩემიანებო,

ჩემო გულშემატკივრებო, ჩემთვის თვენ ხართ უდიდესი სტიმული!

მე თქვენ მეამაყებით ❤️

უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამხელა მხარდაჭერისთვის!

იყო ყველაზე რთული ტური, წამითაც ვერ გამოვრიცხავდით დარჩენას ან გავარდნას…

დიდი მადლობა სალომე ჭაჭუას თავდაუზოგავი შრომისთვის ! ვეცადე ჩემი მაქსიმუმი ჩამედო ამ ცეკვებში , მეშრომა თავდაუზოგავად რაც დამიფასდა ჟიურის მხრიდან და თქვენი წყალობით ფინალისტიც გავხდი!

თქვენ არ იცით როგორ გამახარეთ თქვენი გვერდში დგომით! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მაგარი გულშემატკივარი მყავს დარბაზშიც და მის გარეთაც!უფლება არ მაქვს რომ არ გავიმარჯვო და ეს გამარჯვება თქვენ არ მოგიძვნათ ( ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს , ჩემს გულშემაკივრებს )

ძალიან განვიცადე ჩემი ძმის ჯანო იზორიას გავარდნა, ყველაფერს რომ თავი დაანებო მარტო იმის გამო, რომ უნიჭიერესი, შრომისმოყვარე, დასაფასებელი კაცია და ჩემი მეგობარია, ასე რომ ჩემი წაშლილი სახე არავის არ გაუკვირდებოდა.

თუმცა, რას ვიზამთ ესეთია ეს პროექტი….და ჯანომ ხალხის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია

მიყვარხარ ძმი ჯანო იზორია

მინდა მივულოცო სტანისლავს ფინალისტობა, რომელიც ასევე თავდაუზოგავად იბრძოდა და იბრძვის გამარჯვებისთვის !

ყოველთვის დასაფასებელია ჩემთვის მონდომებული ადამიანი, და ძლიერი კონკურენტი , ასე რომ წარმატებები მას ჩვენთან გამკლავებაში

მოკლედ , როგორც ყოველთვის მე მაქვს ღმერთის და ჩემი თავის იმედი!

ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი მაგრად იქნება , და ეს თქვენი და ჩემი მებრძოლი სულის დამსახურებით მოხდება !

აქვე 95333 ❤️“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here