“სად არის ჩემი ვარსკვლავი“ – ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში, ფილარმონიის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და გვანიშნებს, რომ საკონცერტო დარბაზის წინ საკუთარი ვარსკვლავის გახსნა სურს.
რა საკვირველია, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ მომღერლის პოსტს, ზოგმა ვარსკვლავი ფოტოშოპით გაიხსნა, ზოგმაც კი მოთმინების გამოჩენისაკენ მოუწოდა.