”მთელი ცხოვრება რომ სცენაზე დგომას ვნატრობდი და წონის გამო უარი ვთქვი” – მაიკო კაჭკაჭიშვილი დუმილს არღვევს

0
19

გუშინდელი “იქს ფაქტორის” კონცერტის შემდეგ მაიკო კაჭკაჭიშვილი შვილის, დათუნა ლაზარიშვილის ნამღერზე და აუთსაიდერებში მოხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ დათუნას ჯანსაღი ამბიცია აქვს, ეს კი აუთსაიდერად დადგომისას მისმა გაღიმებულმა სახემ გამოამზეურა.

მაიკო კაჭკაჭიშვილი მის წარსულ ცხოვრებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი სცენაზე დადგომას ნატრობდა, თუმცა წონის გამო უარი თქვა: “რომ გამოაცხადეს და აუთსაიდერად დადგა როგორ ჩაიცინა შეხედეთ? აი მაგ ღიმილით მივხვდი, რომ თურმე იცის თავისი შესაძლებლობების შესახებ. ამ ღიმილმა წინ გამახედა და კარგი რაღაცეები დამანახა (აქამდე მეგონა გონზე არ იყო რა შეეძლო) ხო და გამიხარდა მე ეგ, ესეიგი აქვს ჯანმრთელი ამბიცია.

Ps: ხალხი არ რეკავს ზოგადად ეგ კარგად ვიცი, რეკავს ნათესაობა და სამეგობრო, ან სპონსორი, ხო და არ ვართ ჩვენ განებივრებულები შეძლებული წრით… თორემ ერთი ქუჩაში გასვლით რამდენი ადამიანიც დათუნას ეხუტება ერთხელაც რომ დაერეკათ მოწინავე ადგილზე იქებოდა, მაგრამ ეგ იმდენად არ მაღელვებს, რაც მთავარია მე მიკმაყოფილებს მუსიკალურ ამბიციებს, და მთელი ცხოვრება რომ სცენაზე დგომას ვნატრობდი და წონის გამო უარი ვთქვი, შეგრძნება მაქვს რომ ჩემს სათქმელსაც დათუნა იძახის.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here