“იქს ფაქტორი” მორიგმა კონკურსანტმა დატოვა, ამჯერად ის ნინა სუბლატის ერთადერთი გუნდი წევრი, ნინა ყიფშიძეა. ნინა აუთსაიდერებში უკვე მესამედ მოხვდა და ჟიურის გადაწყვეტილებით პროექტი დატოვა.
რა გასაკვირია, რომ სოციალურ ქსელში, ნინას პროექტიდან წასვლა აქტიური განხილვის თემად იქცა. პირველ რიგში ამას პატარა კონკურსანტის მენტორი, ნინა სუბლატი გამოეხმაურა. მომღერალი საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ისიც აღნიშნა, რომ მომავალი ორშაბათიდან ბევრი ინდივიდუალიზმი დააკლდება საქართველოს:
“მეგობრებო, დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩემ ნინას მხარი დაუჭირეთ! სამწუხაროა, რომ მან დღეს პროექტი დატოვა, თუმცა ამასთან ერთად, საერთოდ არ არის სამწუხარო და დრამატული ეს ამბავი! ზოგადად მიხარია რომ ნინა გამოჩნდა, იმიტომ რომ განსაკუთრებულია! შემდეგი 2შაბათიდან ბევრი ინდივიდუალიზმი დააკლდება საქართველოს, და ინდივიდუალიზმი და შენი შინაარსის გამოხატვა და გადმოცემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რეალობაში, ვიდრე რაღაცის კარგად და სუფთად შესრულება; ლოგიკურია, სიმღერის კარგად მღერა რომ ასეთი დაუძლეველი მოცემულობა იყოს ადამიანებისთვის, ახლა რომ დედამიწის მინიმუმ 50% კარგად მღერის, ეგ ასე არ იქნებოდა; ჯერ მარტო ის ფაქტია ამის დასტური, რომ ამ პატარა
საქართველოში ამდენი კარგი მომღერალია! აი ინდივიდუალიზმი და განსაკუთრებულობა კი ნამდვილად დაუძლეველი მოცემულობაა, რომელსაც რომ გადააკვდე მაინც ვერ გამოიმუშავებ; – ან გაქვს, ან არ გაქვს. მე ვფიქრობ, რომ როგორც ჩემი ერთ ერთი საყვარელი არტისტი – ზემფირა ვერ გამოხატავდა თავის თავს კონკურსში, იგივე ამბავია ნინასთან დაკავშირებითაც; და სწორედ იმიტომ არ მწყდება გული, რომ ვიცი, როგორც ზემფირასთვის არაფერი იქნებოდა კონკურსიდან გავარდნა, ისეთივე არაფერი იქნება ნინასთვისაც ეს ყველაფერი! აი ნახეთ, 2-3 წელში რა ფანტასტიკა და ტიტანი იქნება ეს გოგო! ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი რეიტინგული სერიალისთვის საუნდტრეკი ჩაწერა, ახლა კიდე სხვა რაღაცისთვისაც წერს… She’s that Gal! ნინა იყო და წარუმატებელი ეგეთი არ ვიცი მე!”