ამერიკული გამოცემა Life & Style გამუდმებით წერს Angelina Jolie-სა და Brad Pitt-ის დაშორების შესახებ. ივლისში ჟურნალის ფურცლებზე გამოჩნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა განქორწინება, თუმცა, საქმე აქამდე არ მივიდა, რადგან მაშინ Pitt-ის დედა, Jane Etta Hillhouse-ი ჩაერია. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ Jane-ი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოჯახი გადაარჩინოს.
ამჯამად კი ცნობილი ხდება, რომ მთელი ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, შესაბამისად საქმეში არც Brad Pitt-ის დედა ჩარეულა. უჩივლებს თუ არა გამოცემას ცნობილი ოჯახი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
მანამდე კი მორიგმა გამოცემამ, National Enquirer-მა ასევე მოამზადა სპეციალური სტატია Angelina Jolie-ს შესაძლო დაავადებაზე, სადაც ნათვქამია, რომ ლამაზმანი სასწრაფოდ გადასარჩენია.
“მეგობრები შიშობენ, რომ Jolie-ს ორი წლის სიცოცხლე დარჩა, ბავშვები კი Brad-ს გამუდმებით ეკითხებიან, რას იზამენ, როდესაც დედა აღარ ეყოლებათ“, – ნათვამია National Enquirer-ის სტატიაში.