“X ფაქტორი” ჯგუფმა “X Boys” დატოვეს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დათი წერეთელი დუმილს არღვევს და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რითაც ჟიურის წევრებს ადანაშაულებს.
“ყველას დიდი მადლობა თითოეული ზარისთვის. ძალიან გული დამწყდა რომ ჟიურის წევრებმა ვერ დაინახეს ჩვენი შრომა და ბავშვური ნამღერი უწოდეს. უბრალოდ ამ შოუში სხვა რაღაცეები ყოფილა საჭირო რომ მიაღწიო მიზანს და არა ის რაც მე მეგონა. რავი ალბათ ხალხს უფრო შოუ და სილამაზე ხიბლავს ვიდრე სამი ბიჭის კარგად გაშლილი ხმებში ნამღერი, წესით მეორე ადგილის მერე ბოლოზე არ უნდა ვყოფილიყავით, როცა მართლა დიდი პროგრესი განვიცადეთ პირველი მართლაც ბავშვური ნამღერის მერე ეს გულშემატკივრების ბრალი არამგონია ყოფილიყოს. ყველა ძაან მიყვარხართ ჩემო ძმებო. (გიორგი ლაფაჩიშვილი, ლუკა ჩაკვეტაძე)