რამდენიმე საათია ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ევა ბარბაქაძის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი ცნობილი საიტის ყალბი ანალოგი ავრცელებს.
ზემოთხსენებული ყალბი საიტის მიერ გავრცელებული სიახლე უამრავმა ადამიანმა და ქართული ოცნების არაერთმა მხარდამჭერმა ნიშნისმოგებით გააზიარა, თუმცა როგორც ირკვევა ივანიშვილს ევას დასახმარებლად არავითარი თანხა არ გადაურიცხავს.
“ივანიშვილმა 100 ათასი გადმომირიცხა და ევა გადაარჩინა” – მსგავსი სიტყვებით დასათაურებულლი ნიუსის “სქრინი” შორენამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით “ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება სამწუხაროდ”.
აქვე გეყვით, რო მას შემდეგ რაც ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მისი ჯანმთელობის და ასევე მისი ოპერაციისთვის საჭირო თანხების შესახებ, თუმცა მათი უმრავლესობა სიმართლეს არ შეესაბამება…