მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ალექსანდრა აღნიშნავს, რომ კაცი, რომელიც შვილების დედას ცხოვრებას ხელოვნურად ურთულებს, სამარცხვინო ადამიანია.
„თუ ოდესმე გიცდია, შენი შვილების დედა ფინანსურად „გაგეჭირვებინა“ მხოლოდ იმისთვის, რომ მისთვის ცხოვრება გაგერთულებინა,
შენ ამ პლანეტაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ყველაზე დიდ არარაობას წარმოადგენ.
წარმოიდგინე, რა დონეზე უნდა იყო დაცემული, რომ თავი კაცად იგრძნო მხოლოდ იმით, რომ საკუთარი შვილების დედას ცხოვრებას ურთულებ.
უბრალოდ სამარცხვინოა! სამარცხვინო ხარ!
თითო სირცხვილი ყველას გვყოლია ცხოვრებაში გოგოებო. გამოტყდით“, – წერს ალექსანდრა პაიჭაძე და დასძენს:
„გრძელი ამბავი მოკლედ:
მე და ვიკის ვისი იმედიც გვქონდა, იმან მოგვატყუა, გვიღალატა და გვიმტყუნა. ეს კი არასოდეს დაგვავიწყდება არც ჩვენ და არც ღმერთს,“




