მარიამ როინიშვილი გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარი იყო. მომღერალმა მეუღლის, ვახო კანდელაკის შესახებ ემოციურად საუბრობს.
„ვახო ყველაზე სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც მე ვიყავი მზად ის მიმეღო, ისეთი როგორიც არის. და ის არის არაჩვეულებრივი. მე ვერც მივალ მასთან, მის საოცარ თვისებებთან ახლოს. არ გამაჩნია ის თვისებები, რომელიც მას აქვს.
ყოველთვის მაგალითია ჩემთვის. ის საოცარი მამა და მეგობარია. ასევე ფანტასტიური მეუღლე. საოცარი ბიჭი შემხვდა. მადლიერი ვარ, რომ ვახო არსებობს ჩემს ცხოვრებაში“, – ამბობს მარიამ როინიშვილი.




