„არასდროს შემხვედრია ბიჭი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი, როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა“ – ნეკა დოროყაშვილი

neka doroyashvili

ნეკა დოროყაშვილმა საყვარელი მამაკაცი მილანის მოდის კვირეულზე ყოფნისას იპოვა, სადაც ერთ-ერთ ჩვენებაზე გამოვიდა და სხვა წინადადებებიც მიიღო თანამშრომლობის შესახებ. მოდელი ჟურნალ „თბილისელებს“ პირადი ბედნიერების შესახებ ესაუბრა.

ნეკა დოროყაშვილი:

„სხვათა შორის, საქართველოში ამ ადამიანთან ერთად ვბრუნდები. მოდის კვირეულის შემდეგ ავთერფართიზე ერთად წავედით არმანის რესტორანში. იქ მნახა და ამის მერე ერთად ვართ. არასდროს შემხვედრია ბიჭი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი. თან, მეგონა, რომ უბრალოდ, სხვა ეროვნების მამაკაცთან არ მექნებოდა ის ემოცია და სიახლოვე, რაც შეიძლება, ქართველთან მქონოდა. ამ ადამიანმა კი ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ასე რომ, მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა. ზოგი ამბავი ისე იწყება, თითქოს ზღაპრის პირველი გვერდი თავისით გადაიშალა. მან, როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა. ხომ არის ეს ზღაპრის დასაწყისი? ჩვენ ერთად ვბრუნდებით საქართველოში და ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება…“

Scroll to Top