რას წერს თურქი ვარსკვლავი, დემეთ ოზდემირი ევა ბუთიაშვილის შესახებ და რას ამბობს ქართველი გოგონა

პატარა ევა ბუთიაშვილი, რომელიც აუდიტორიამ მის დასთან – ანამარიასთან ერთად გადაღებული ვიდეობით გაიცნო და შეიყვარა, ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

გოგონას ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც არტისტიზმით გაჯერებულმა მისმა ვიდეოებმა უცხოელი ინტერნეტმომხმარებლების ყურადრება მიიქცია, შედეგად კი მისი ვიდეოების ნახვების რაოდენობამ რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.

უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ევას ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ცნობილმა თურქმა მსახიობმა და მოცეკვავემ, დემეთ ოზდემირმა „ინსტაგრამის“ სთორიში გააზიარა ტექსტით: „ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“.

ცოტა ხნის წინ, ევა ბუთიაშვილი გადაცემა „პოსტ ალიონს“ დასთან, ანამარიასთან ერთად ესტუმრა და აღნიშნული ვიდეოს წარმატებისა და საკუთარი ემოციების შესახებ ისაუბრა.

„ძალიან გამიხარდა [ვიდეოს გაზიარება], ძალიან მიყვარხარო…“ – აღნიშნა ევა ბუთიაშვილმა.

Scroll to Top