თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობა – Tbilisi Youth Art Market 25-27 სექტემბერს გაიმართება

თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობა

2026 წლის 25-27 სექტემბერს ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პირველად გაიმართება
TYAM – Tbilisi Youth Art Market, რომელიც ახალგაზრდა და დამოუკიდებელ ხელოვანებს,
გალერეებს, კოლექციონერებს, კულტურის ინსტიტუციებსა და ხელოვნების სფეროს
საერთაშორისო პროფესიონალებს გააერთიანებს.

TYAM ახალი სახელოვნებო პლატფორმაა, რომლის მიზანია ახალგაზრდა ავტორების
მხარდაჭერა, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და ხელოვანებს,
გალერეებს, კოლექციონერებსა და კულტურის ინსტიტუციებს შორის პროფესიული კავშირების შექმნა.

TYAM-ის პირველი გამოფენის თემაა „თანაარსებობა“ (COEXISTENCE). კონცეფცია ერთ
სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა თაობას, შემოქმედებით პრაქტიკას, გამოცდილებასა და
ხედვას.

სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ სივრცეებში
წარმოდგენილი იქნება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანების
ნამუშევრები.

TYAM-ის პროგრამა მოიცავს:
გამოფენა-ბაზრობას (Art Market);
საჯარო საუბრებსა და პანელურ დისკუსიებს.
შეხვედრებს საერთაშორისო სტუმრებთან და ხელოვნების სფეროს პროფესიონალებთან.
პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობას.
სპეციალურ VIP პროგრამას.

TYAM მიზნად ისახავს თბილისში შექმნას სივრცე, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები შეძლებენ საკუთარი ნამუშევრების წარდგენას, ახალი აუდიტორიის გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობების დაწყებას.

ბილეთები:
https://tkt.ge/event/507062/youth-art-market-tyam-202

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, „შემოქმედებითი
საქართველო“, ქალაქ თბილისის მერია და ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

Scroll to Top