შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე თურქეთში გაფრინდნენ, სადაც გოგონას ხერხემალზე კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც ცნობილია უკვე შეგროვილია ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილი. ევას სპეციალიზირებული გადაყვანა ავიაკომპანია”ატლასგლობალმა” უზრუნველყო. გარდა ამისა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ ევას დასახმარებლად 10 000 დოლარს გადარიცხავს.
სულ ცოტა ხნის წინ შორენამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც თვითმფრინავში არის გადაღებული და თან შემდეგი კომენტარი დაურთო.
“ჩემო საყვარელო ხალხო, მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ მოვაგროვეთ რაღაც ნაწილი თანხის და ოპერაციის პირველადი შენატანი გვაქვს. მადლობა ავიაკომპანია”ატლასგლობალს”, რომელმაც ევას სპეციალიზირებული გადაყვანა უზრუნველყო. ჩვენ ჩავედით და ვეცდები იქიდან ინფორმაცია სულ მოგაწოდოთ. მიყვარხართ და მადლობა.”
აქვე გეტყვით, რომ დღეს ევა ბარბაქაძეს ხერხემალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება…