26 სექტემბერს, თბილისში, მთაწმინდის პარკში, ნაომი კემპბელი DJ-სეტით წარდგება. მსოფლიო მოდის ლეგენდა და საკულტო სუპერმოდელი საქართველოს, პირველად ეწვევა.
ეს იქნება უპრეცედენტო და ექსკლუზიური ივენთი, სადაც „შავ პანტერას“ სრულიად განსხვავებულ ამპლუაში, მუსიკალური პროექტით ვიხილავთ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში MONO HALL-ი ავრცელებს და წერს, რომ ნაომი კემპბელი საქართველოში 26 სექტემბერს ჩამოვა:
„დედოფალი თბილისში ჩამოდის! 26 სექტემბერს – მთაწმინდის პარკში – Mono Hall და Boom Boom Booking Agency წარმოგიდგენთ, ლეგენდარულ ბრიტანელ სუპერმოდელს, დიჯეის ამპლუაში – NAOMI CAMPBELL. Early Bird (შეზღუდული რაოდენობით) – ბილეთების გაყიდვა იწყება – 6 აგვისტოს – დღის 12:00 საათზე. გენერალური გაყიდვები დაიწყება – 7 აგვისტოს – დღის 12:00 საათზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბილეთები (როგორც Early Bird ასევე General) გაიყიდება მკაცრად შეზღუდული რაოდენობით. ამიტომ დროულად მოასწარით, როგორც Early Bird ასევე General ბილეთების შეძენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზატორების თქმით, უპრეცედენტო მასშტაბის მუსიკალური შოუ დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ახალ ფურცელს ჩაწერს.
ბილეთების შეძენას მსურველები ონლაინ, პლატფორმა Biletebi.ge-ზე შეძლებენ.
მოსალოდნელი მაღალი ინტერესის გამო, ორგანიზატორები მსურველებს მოუწოდებენ, ბილეთების დაჯავშნა დროულად უზრუნველყონ.





