„კაცია, ადამიანი“?  – პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

24, 25, 26 აპრილს თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლის „კაცია, ადამიანი“ (ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “კაცია ადამიანი?!” მიხედვით) პრემიერა გაიმართება.
ინსცენირება, რომელიც იკვლევს არსების მთავარ კითხვას – რა განსაზღვრავს ადამიანად ყოფნას. მოქმედება ვითარდება სიმბოლურ სივრცეში, სადაც ყოველდღიურობა და შინაგანი სიცარიელე ერთიანდება. აქცენტი კეთდება სტაგნაციასა და მომავლის უპერსპექტივობაზე.

რეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი
მხატვარი – გიორგი უსტიაშვილი
კომპოზიტორი – კონსტანტინე ეჯიბაშვილი
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
ტექნიკური რეჟისორი – ელა კაზარიანი
მონაწილეობენ:
შაკო მირიანაშვილი, თამრი ბზიავა, ბექა ჯუმუტია
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Scroll to Top