მომღერალი სოფო ნიჟარაძე „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარია.
სოფო გადაცემაში სხვა თემებთან ერთად, ალისკას მამასთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
„თვეში რამოდენიმეჯერ შეუძლია დაურეკოს ალისკას და დაელაპარაკოს. ადრე მიმყავდა და ვაჩვენებდი ხოლმე. ახლა ლოკაციის შეცვლის გამო, იქ არ მინდა და არც მიშას უნდა ბავშვის დასტრესვა. ურეკავს ხოლმე და ხალისობენ ერთად.
შეიძლება გარედან არ გეტყობოდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია. როდესაც ბავშვი უამრავ კითხვას გისვამს, ძალიან რთულია მას უპასუხო. ვერასდროს ვეუბნები ალისკას როდის დაბრუნდება მამა“, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.




