თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავეს – გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი – რას აცხადებს მსახიობი

ჰანდე

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავა, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. გამოძიების ფარგლებში ასევე გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, მსა­ხი­ო­ბი შე­საძ­ლოა, იმ ჯგუ­ფის წევ­რი ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ნახ­ვა-გავ­რცე­ლე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ა­ში მისი ძებ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ჰან­დე ერ­ჩელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მსა­ხი­ო­ბი გან­მარ­ტავს, რომ ბოლო ერთი თვეა სას­წავ­ლო მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პრე­სი­დან შე­ი­ტყო.

„ჩემი გა­ნათ­ლე­ბის გამო, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა სა­ზღვარ­გა­რეთ ვიმ­ყო­ფე­ბი. გუ­შინ ღა­მით, ისე­ვე რო­გორც თქვენ, მეც პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი­დან შე­ვი­ტყვე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. იმი­სათ­ვის, რომ სა­კითხს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნოს, ვბრუნ­დე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, გა­ვა­კე­თებ სა­ჭი­რო გან­მარ­ტე­ბებს და მივ­ცემ ჩვე­ნე­ბას. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყ­ვარს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა და ენ­დო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­სა და თურ­ქულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას. მჯე­რა, რომ სი­ტუ­ა­ცია უმოკ­ლეს დრო­ში გა­ირ­კვე­ვა”, – აცხა­დებს ერ­ჩე­ლი, რი­თაც უარ­ყოფს მი­მალ­ვის მცდე­ლო­ბას.

სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, გაცემულია 16 პირის დაკავების ორდერი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.

Scroll to Top