„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობიდან ჩემს კარიერაში, თავადაც ჩოგბურთს თამაშობს“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი ორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მის რჩეულზე საუბრობს.

ქართველი ჩოგბურთელის რჩეული, კარლოტა ჰელენი თავადაც ჩოგბურთელია. ნიკოლოზი ამბობს, რომ წყვილი ტურნირებისთვის ერთად ემზადება.

„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობიდან ჩემს კარიერაში, თავადაც ჩოგბურთს თამაშობს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვემზადებით ხოლმე ტურნირების დროს. კარლოტამ ზოგადად მასწავლა, რომ ჩოგბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და არის პატარა რაღაცები, საიდანაც შეიძლება მიიღო ზოგადად სიამოვნება, თუნდაც უბრალოდ სიარულით, გასეირნებით და საინტერესო თემაზე ლაპარაკით“, – ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

Scroll to Top