სალომე ბაკურაძემ გადაცემა „შუადღის“ ეთერში თავის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიაზე, მეუღლის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე ისაუბრა.
მომღერლის თქმით, მისი საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას დიდხანს ვერ იღებდა.
„ჩემი ფიქრები იყო ის, რომ მე არ უნდა მომივიდეს არაფერი, სანტი უნდა გავუშვა და მერე მითხრან ყველაფერი, მერე გავუსწორო თვალი … ალბათ ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას, რადგან ყოველ ჯერზე ამის გახსენება არის… არც მივიღებდი ალბათ დიდხანს. გარშემომყოფი ადამიანები ცდილობდნენ, ისე გაეკეთებინათ, რომ ილუზიაში არ ვყოფილიყავით, მაგრამ ვერც ვერაფერს გვეუბნებოდნენ.
ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ამ საშინელ გარემოში იყო ჩემი შვილიც, სანტიც. მინდოდა, როგორმე ის სახლიდან გამეშვა. ვფიქრობდი, სანტი წავიდეს სახლიდან, რომ მერე რაც უნდა დამემართოს, ბოლომდე გაგიჟება, ბოლომდე ისტერიკა, რომ მერე დამემართოს და არა იმ წამს, როცა… შევეცადე, რომ მეკონტროლებინა და ეს გადამედო შემდეგისთვის, როცა სანტი აღარ იქნებოდა ოთახში… “, – საუბრობს სალომე ბაკურაძე.




