რაში დახარჯავს პირველ მილიონს ბუდუ ზივზივაძე და რომელმა მომენტმა შეცვალა მისი ცხოვრება – ფეხბურთელის გულახდილი ინტერვიუ

ბუდუ ზივზივაძე

გადაცემას „თამთასთან“ მცირე ხნის წინ საქართველოში მყოფი ბუდუ ზივზივაძე სტუმრობდა.

ფეხბურთელმა წამყვანის კითვებს გულახდილად უპასუხა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან,

როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

საკუთარ თავს ალბათ შეუპოვარს ვუწოდებდი. კარიერაში იყო ბევრი დაბრკოლება, მაგრამ არ დავნებდი და მივაღწიე იმ წარმატებებს, რაც ბავშვობაში მქონდა ჩაფიქრებული .

მომენტი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა...

2015 წელი, როდესაც სამტრედიაში გადავედი სათამაშოდ. იყო პერიოდი, რომ სხვა გუნდებისგან საერთოდ არანაირი შემოთავაზება არ მქონდა. სამტრედიაში ჩემი ნაცნობი მწვრთნელი დაინიშნა, გია ცეცაძემ და იქიდან დაიწყო ჩემი აღმასვლა. ვფიქრობ, ეს ჩემ კარიერაში გარდამტეხი მომენტი იყო.

ვისი თოვლის ბაბუა ხარ?

ალბათ ჩემი ბავშვის. თუ ჩავთვლით იმას, რომ ოჯახის წევრებიც ერთმანეთში ვცვლით საჩუქრებს, ალბათ ყველა იმ ოჯახის წევრის, ვისაც საჩუქარს ვაძლევ.

სამყაროში რამის შეცვლა შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

რა რთული კითხვები გაქვს. (ფიქრობს). იარაღს გავაუქმებდი.

სად დახარჯავდი პირველ მილიონს?

ნაწილს ქველმოქმედებაში დავხარჯავდი და ნაწილით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დავეხმარებოდი.

ინტერვიუ შეგიძლიათ, ნახოთ სრულად.

Scroll to Top