მსახიობების წყვილმა, რეზო ჩხიკვიშვილმა და ხათუნა ჩაგელიშვილმა, წლების წინ გერმანიაში თავიდან დაიწყო ცხოვრება. მარტოებმა გაზარდეს ორი შვილი, ახლა კი შვილიშვილს დაჰფოფინებენ თავზე. ქალბატონმა ხათუნამ „სარკესთან“ ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილზე ისაუბრა და იმ სიყვარულზე, რომლითაც, უკვე 41 წელია, ერთად მოდიან.
ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის ის, რომ არც მე და არც რეზო ეჭვიანები არ ვართ. ერთმანეთს აბსოლუტური თავისუფლება მივეცით. თუ სიყვარულში ეჭვიანობა გაჩნდება, მაშინ ბზარიც გაჩნდება. ერთად ყოფნის განმავლობაში არც მე მიმიცია საბაბი, რომ რეზოს ეეჭვიანა და არც მას მოუცია., გაგვიმართლა, ჩვენში ეჭვიანობის წვეთიც კი არ არსებობს…
– როცა ოჯახში გარკვეული პრობლემა ჩნდებოდა, როგორ უმკლავდებოდით სირთულეებს?
– ასე ვფიქრობ: პრობლემის გადაჭრა თუ შეგიძლია, უნდა გადაჭრა, თუ – არა, მასზე ნერვიულობა არ ღირს. პრობლემას არც ვუშინდები და არც ვაზვიადებ. გულში არაფერი უნდა დარჩეს…
ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის ის, რომ არც მე და არც რეზო ეჭვიანები არ ვართ. ერთმანეთს აბსოლუტური თავისუფლება მივეცით. თუ სიყვარულში ეჭვიანობა გაჩნდება, მაშინ ბზარიც გაჩნდება. ერთად ყოფნის განმავლობაში არც მე მიმიცია საბაბი, რომ რეზოს ეეჭვიანა და არც მას მოუცია., გაგვიმართლა, ჩვენში ეჭვიანობის წვეთიც კი არ არსებობს…
ვრცლად იხილეთ ჟურნალში „სარკე“.




