სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში ქართული სიმღერა პირველად გაჟღერდა. 23 ნოემბერს იუბილე 2025-ის ფარგლებში, სახელმწიფო კამერულმა გუნდმა, რომში სოლო კოცერტი გამართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
იუბილე 2025, კათოლიკური ეკლესიის მნიშვნელოვანი საზეიმო მოვლენაა, რომელიც ყოველ 25 წელიწადში ერთხელ იმართება.
სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტზე, რომელსაც სვიმონ ჯანგულაშვილი ხელმძღვანელობს შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები.
პროგრამაში იყო: იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის და ასევე ქართული ხალხური ნაწარმოებები.
კონცერტის ბოლოს შესრულდა პატრიარქის „ავე მარია“, სოლისტი იანო ალიბეგაშვილი, ორღანთან ზვიად ბოლქვაძე.
კონცერტებში მონაწილეობდნენ:
სოპრანო იანო ალიბეგაშვილი
კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე
ლოტბარი გიორგი დონაძე.
გუნდის ხელმძღვანელი: სვიმონ ჯანგულაშვილი.
მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს კულტურის სამინისტროს, ვატიკანში საქართველოს საელჩოს და ფლორენციაში ქართული სამრევლოს წინამძღვრის – მამა ანდრიას მიმართ.
დიდი პატივისცემით და სიყვარულით ველით მსმენელთ, უკვე ფლორენციაში 25 ნოემბერს სან ლორენცოს ტაძარში , განსაკუთრებით ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს.




