„მე შენ შემოგთავაზე ჩემი კეთილად გამოყენება, რაც გულისხმობდა შენი ღამღამობით ცუდად გახდომის შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენას იმ დონეზე, როგორც ამას მანამდე ია აკეთებდა“ – ტარიელ სუარისა და ციცინო შურღაიას საჯარო დაპირისპირება გრძელდება

ტარიელ სუარი

ციცინო შურღაიას „ზმნისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დიდი რეზონანსი მოჰყვა.

პლასტიკური ქირურგი ჰყვება, თუ რა უთანხმოება და განხეთქილება მოხდა მასსა და ია ფარულავას შორის.

ციცინო შურღაიას და ია ფარულავას დაპირისპირებაში ია ფარულავას ყოფილი ქმარი, ტარიე სუარიც ჩაერთო.

მან გააზიარა ციცინო შურღაიას ინტერვიუ სადაც ის ტარიელ სუ მიმართავს – „მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ?“.

დაპირისპირება ამით არ დასრულებულა და ცინინო შურღაიამ სოციალურ ქსელში ტარიელ სუარს მიმართა:

„ტარიელ! მე იასგან ვიცი რომ ბინა გაყიდე და 100000 დოლარი მიეცი ვალების დასაფარად. მეუბნებოდა რომ სასტუმროში ცხოვრობდი იამ რომ გიღალატა . მერე ფული რომ მიეცი ისევ დაგაბრუნეს უკან. მერე ისევ გიღალატეს და ახლა ჩემს ყოფილ ბინაში ცხოვრობ. პირველად რომ შემხვდი მითხარი. იასთან არაფერი საერთო აღარ მაქვს. მე შენს ყოფილ ბინაში. ვიცხოვრებ მეკუთვნის და იმიტომო. მეგობრად მიგულე და როცა დაგჭირდები დამირეკე, დაგეხმარებიო ( არ მითხრა რომ რაიმეს ვიგონებ და ვამატებ) თუ ამდენი ბინები გქონდა რა გინდა იმ ქალის ბინაში, რომელმაც ორჯერ გიღალატა? მე არაფერი არ მომიგონებია. რამდენადაც ვიყიდე იმდენად გავყიდე,“ – დაწერა ციცინო შურღაიამ.

აღნიშნულ „პოსტს“ ტარიელ სუარი გამოეხმაურა:

„ეს ქალი არის სერიოზულად ავად და მიხედეთ, გთხოვთ…

1) ტყუილი: მე რაც გავყიდე (ბინას ნამდვილად ვერ დავარქმევ მაგრამ კარგი,)კი არ ვაჩუქე ვინმეს, არამედ მაგ ფასად სასტუმროს 200 000 დოლარიანი წილი შევიძინე.

2) ტყუილი: სასტუმროში კი არ ვცხოვრობდი, არამედ ვრჩებოდი და დღესაც ვრჩები, როდესაც თავისუფალია ჩემთვის შესაფერისი ნომერი.

3) ტყუილი, არანაირი ფული ჩემთვის არავის უკან არ დაუბრუნებია.

4) ტყუილი ია ვერ მიღალატებდა მეორედ, რადგანაც მე მასთან ფიზიკური ურთიერთობა არ აღმიდგენია და ეს შენ კარგად იცოდი.

5) ტყუილი: მე შენთვის არ მითქვამს, რომ იასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, არამედ გითხარი, რომ ის ამჟამად არის ჩემი ბიზნესპარტნიორი და არ ვაპირებდი თქვენს შორის გაფუჭებული ტელეფონის თამაშს.

6) ტყუილი: შენს ყოფილ ბინაში ვიცხოვრებ კი არ გითხარი, არამედ ვცხოვრობ ამჟამად, სანამ არ გაყიდის მეთქი და.ა.ს.შ.

7) მე შენ შემოგთავაზე ჩემი კეთილად გამოყენება,( რაც გულისხმობდა შენი ღამღამობით ცუდად გახდომის შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენას იმ დონეზე, როგორც ამას მანამდე ია აკეთებდა ) შენ კი შეეცადე, რომ სამჯერ გამოგეყენებინე ბოროტად.

1) შენ მთხოვდი რომ: იასთვის გადამეცა შენი დანაბარები. (შეურაცმყოფელი) და როდესაც უარი გითხარი მიპასუხე აბა, სხვა რაში მჭირდებიო.

2 ) ამჟამად უკვე სხვისი საკუთრებიდან, ჩემი დახმარებით გინდოდა გაგეტანა კარადა მასთან შეუთანხმებლად და მე ჩაგეყენებინე ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩემს ბიზნეს პარტნიორთან (სხვათაშორის ეგ სიძის ამბავი მე მოვიგონე, იას არ უთქვამს. არც ისეთი სულელი ვარ როგორიც გეგონე)

3) მომიხსენიე შენს ინტერვიუში, როგორც დაბალი ღობე.

და ბოლოს: მე იმ ადამიანის ბინაში და მასთან ერთად კი არ ვცხოვრობ, არამედ ჩემი ბიზნესპარტნიორის საკუთრებაში არსებულ ფართს ვქირაობ და ხალხს ტვინს ნუ ურევ და ზოგადად გირჩევ აღარ ახსენო ჩემი სახელი პრესასთან თუ არ გინდა რომ პასუხმაც არ დააყოვნოს,” – წერს ტარიელ სუარი.

Scroll to Top