რატომ არ იღებენ ნინი ბრეგვაძის ახალ ალბომს სუპერმარკეტები გასაყიდად?

0
49

მომღერალი ნინი ბრეგვაძე, რომელიც ქართველმა მაყურებელმა სხვადასხვა მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო, სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა, სახელწოდებით “Crazy I”. რამდენიმე საათის წინ, ნინი სოციალურ ქსელში მის ალბომთან დაკავშირებით პოსტს აქვენებს, სადაც წერს, რომ მას სუპერმარკეტები არ ღებულობენ და წუხს იმაზე, რომ მხოლოდ ბერა ივანიშვილის ალბომის ყიდვაა შესაძლებელი საქართველოში.

“გაჩნდა ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ სად გაიყიდებოდა ჩემი ალბომი, “CRAZY I”. მინდა გავცე შემდეგნაირი წყენანარევი პასუხი, რომ წესით უკვე უნდა ყოფილიყო გაყიდვაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში. არ მიიღეს და წავედით მეორეგან, იქაც არ მიიღეს, წავედით მესამეგან ანალოგიურად გამოგვიშვეს უკან, არ დავდნებდი და მეოთხეგანაც მივედით და ამათაც არ გამოელიათ მიზეზები. უცბად მეწყინა მხოლოდ ბერა ივანიშვილის დისკის ყიდვის საშუალება რომ გვაქვს საქართველოში და გავბრაზდი რისთვის დავბეჭდე მაშინ ვიზუალი თქო, მაგრამ საბედნიეროდ მემგონი პრობლემა გადაიჭრა და სავარაუდოდ 1 კვირაში შეძლებთ ალბომის შეძენას. უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. რამოდენიმე დღეში iTunes-ზეც დაიდება. დიდი ბოდიში შეფერხებისთვის, მადლობა მოთმინებისთვის და დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგში, როდესაც არტისტი ძლივს გადაწყვეტს მთელი ფინანსები მუსიკაში ჩადოს ისე რომ წამით არ იფიქროს სხვა დანარჩენ არაფერზე, იმის ხელშეწყობა მაინც ექნება, რომ თაროზე არ შემოდოს და დღის სინათლეზე გამოიტანოს”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here