11-13 ივლისს, ბათუმი მეთვრამეტედ მასპინძლობს შავი ზღვის ჯაზფესტივალს

0
2
შავი ზღვის ჯაზფესტივალი

11-13 ივლისს, ბათუმი მეთვრამეტედ მასპინძლობს შავი ზღვის ჯაზფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის კორტებზე გაიმართება.
 
11 ივლისი

ფესტივალი გახსნა გრემის ჯილდოს მფლობელმა მომღერალმა, პროდიუსერმა, მსახიობმა R&B-ის სუპერ ვარსკვლავმა ლედისმნა, რომელიც გამოირჩევა ძლიერი, ემოციური ვოკალითა და გამორჩეული არტისტიზმით. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია და მოიცავს ჯაზის, გოსპელისა და ფანკის ელემენტებს და შერწყმელია ნეო-სოულსა და R&B-ისთან.
2025 წელს Super Bowl LIX-ის ღონისძიებაზე Ledisi-ის პატივი ჰქონდა შეესრულებინა აშშ-ის სამოქალაქო უფლებების მემკვიდრეობაზე შექმნილი ჰიმნი “Lift Every Voice and Sing.”
ევროპის ტურის წინ, სადაც შავი ზღვის ჯაზფესტივალიც მოხვდა, გამოვიდა მისი ახალი ალბომი „The Crown“, რომელმაც უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო მუსიკის სამყაროში.

ლედისი სამსახიობო კარიერაშიც წარმატებულია, მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში “Remember Me: The Mahalia Jackson Story”. ასევე მონაწილეობს ფილმებში “Spinning Gold” , “Selma” და „Hallmark-ის “All Saints Christmas. მას ჰქონდა კოლაბორაციები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Prince, Stevie Wonder, Chaka Khan, John Legend, Robert Glasper, Gregory Porter, Esperanza Spalding და ბევრ სხვა 
 
12 ივლისი
 
ამ დღეს ფანკის ზეიმია ფესტივალზე, პირველი ჯგუფი იქნება შვეიცარიიდან “The Next  Movement“  თავისი უახლესი პროგრამით. რომელსაც შეცვლის ესპანელი არტისტი ვინსენ გარსია (Vincen García) და მისი ჯგუფი.
ვინსენი დღეს მსოფლიოში თანამედროვე ჯაზ-ფანკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბასისტად ითვლება. მას ასე უწოდებენ „New Bass Icon.” ის ამ ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად მიიჩნევა და მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორებიცაა Montreux Jazz Festival, North Jazz Festival, Pori Jazz Festival. ის შედის იმ ბასისტთა სიაში, რომელსაც დღეს სტრიმზე ყველაზე მეტად უსმენენ. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა და გამოხმაურება აქვს. გარსიას ახალ ალბომს Ventura მსოფლიოში დიდი გამოხმაურება და მაღალი შეფასება მოჰყვა.
  
 13 ივლისი

ფესტივალს დახურავს ჯგუფი სისთერ სლეიჯი (Sister Sledge). დისკოსა და სოულის  ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალთა ჯგუფი. 1970-80-იან წლებში სისთერ სლეიჯი იქცა შთაგონებად ახალგაზრდა შავკანიანი ქალებისთვის. ჯგუფის დიდი წარმატება უკავშირდება მათ ყველაზე ცნობილ ჰიტს, “We Are Family” (1979), რომელიც იქცა ერთიანობის, ოჯახისა და პოზიტიური ენერგიის ჰიმნად. მათ მუსიკაში ხშირად ისმის ოჯახურ ღირებულებებზე, გენდერულ თანასწორობასა და თავისუფლებაზე საუბარი.
„იყავი თავისუფალი და გაერთე ოჯახთან ერთად!“  ჯგუფის განსაკუთრებული ნიშანია ოჯახური ჰიტებით ნამდვილ დღესასწაულად ქცეული შოუები. ეს მრავალხმიანი ვოკალური ჯგუფი ავტორია ისეთ ცნობილი საცეკვაო ჰიმნებისა, როგორებიცაა Lost in Music, He’s the Greatest Dancer და Thinking of You .

დები სლეიჯის, ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მუსიკალური დირექტორის დომინიკ ამატოს ხელმძღვანელობით ჯგუფმა „გართობის“ ინდუსტრიაში Sledgendary ადგილი დაიმკვიდრა! ისინი 2023 წელსაც აგრძელებენ Sledgendary გზავნილის გავრცელებას: „არაფერია სიყვარულზე დიდი.“

ჯგუფს უამრავი ოქროსა და პლატინის ალბომი აქვს მოპოვებული, ასევე გრემის სხვადასხვა ნომინაცია. მათ უმღერიათ ისეთ დიდ სცენებზე, როგორიცაა ლონდონის Royal Albert Hall, ნიუ-იორკის Carnegie Hall, ვაშინგტონის თეთრი სახლი და ცნობილი Pyramid Stage გლასტონბურის ფესტივალზე, ინგლისში. Sister Sledge წარსდგა პაპ ფრანცისკეს წინაშეც მსოფლიო ოჯახების შეხვედრაზე, რომელიც მათი მშობლიური ქალაქის, ფილადელფიის (პენსილვანია) მასპინძლ ობით ჩატარდა.

ფესტივალის კარი გაიღება 19.00  
კონცერტამდე სტუმრების განწყობაზე დიჯეი  იზრუნებს.
სამივე საფესტივალო ღამეს კლუბში „Take 5“ ჯემებს უმასპინძლებს ჯგუფი TNM
ჯაზ მატარებელი ბათუმისკენ 11 ივლისს დაიძვრება.
 
შავი ზღვის ჯაზფესტივალს წარმოადგენს თიბისი კონცეპტი

  • ოფიციალური სპონსორი:  Visa
  • ტრადიციული მხარდამჭერები:
    საქართველოს კულტურის სამინისტრო
    აჭარის კულტურის სამინისტრო
    ბათუმის მერია
  • სპონსორები: თეგეტა, პორშე, ისი პარი
  • მასპინძელი: რესტორანი გრილ თაუნი
  • ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“
  • საინფორმაციო მხარდაჭერა: ალმა

ბილეთები www.tkt.ge