სანამ შემოდგომაზე ევროპაში ალბომის ჩასაწერად გაემგზავრება, მანამდე რატი დურგლიშვილი მუზებს 2015 წლის 6000-კაციან კომფორტულ გემზე მოუხმობს, სადაც კრუიზის ფარგლებში, რომიდან ბარსელონას მიმართულებით იმოგზაურებს და გზად ათ ქალაქს ნახავს.
როგორც აღმოჩნდა, მომღერლისთვის საუკეთესო დასვენება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მშვიდად ფიქრისთვის დროის გამოძებნაა.
რატი დურგლიშვილი:
4 სექტემბერს გემით კრუიზში მივდივარ. 10 ქალაქს დავათვალიერებთ, რომიდან ბარსელონამდე. საგზური 8 თვის წინ დავჯავშნე, სხვათა შორის, აგვისტოში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ რეპეტიციების გამო გადავიფიქრე და გადავატანინე ჯავშანი სექტემბერზე. უკან რომ დავბრუნდები, შემდეგ გავემგზავრები იტალიაში ან საფრანგეთში, როგორც პროდიუსერები გადაწყვეტენ, ალბომის ჩასაწერად.
მარტო მიდიხარ?
მარტო ვიქნები, მაგრამ ბარსელონაში მელოდებიან ჩემი მეგობრები, რომელთა ნაწილიც იქ ცხოვრობს, ნაწილი კი დასასვენებლად ჩადის.