მარიამ შენგელიას ევროვიზიის კონკურსზე გამოსვლას ზაზა შენგელია ეხმაურება.
პროდიუსერი სოციალურ ქსელში ევროვიზიის კონკურსზეც გვიზიარებს საკუთარ პოზიციას.
„იმიტომ არა, რომ შენგელიაა და თან გარეგნულადაც მაგარი გოგოა…ძალიან ბრუტალურად და ემოციურად შეასრულა…კალათბურთელი მაღალ ნახტომში ბურთს კალათში ეფექტურად რომ ჩატენის, ისე… ბრავო.
P.S. სულ ამას ვამბობდი და დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ – უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, „ევროვიზიის“ კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა და ზუსტად ამის შედეგია, რომ ბოლო 40-45 წლის მანძილზე, „ევროვიზიის“ ვერცერთი გამარჯვებული ვერ იკვლევს გზას და ვერ იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დიდ მუსიკალურ სცენებზე და სამწუხაროდ ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საერთაშორისო ცნობადობის მქონე მძიმეწონიანი ავტორიტეტული მუსიკალური პროდიუსერებისგან შემდგარი ჟიური არ მიიღებს გადაწყვეტილებებს vs სამეზობლო-პოლიტიკური სიმპათიებით განპირობებული ტელემაყურებლების კენჭისყრისა და რაც მთავარია, სანამ ეს კონკურსი რომელიმე მეიჯორი რექორდ ლეიბლის (Sony, Warner, Universal) ეგიდის ქვეშ არ მოექცევა… ძალიან ძალიან დასანანია და სამწუხარო…“- <a href="http://<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzaza.shengelia.1%2Fposts%2Fpfbid0ti9NhR9Boxuvz24s2dicGJE5Kr6Z3EsX4noPZFTk7YkuJgiakh5P7VQsAm4eAULQl&show_text=true&width=500" width="500" height="250" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share">წერს ზაზა შენგელია.
საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა.
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარსდგა და სიმღერა Freedom – თავისუფლება შეასრულა.