ზაზა ხუციშვილი 13 მაისს იუბილარი იყო. მომღერალი 60 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზაზა ხუციშვილმა კონცერტი გამართა და მაყურებელს ძველი და ახალი სიმღერები შესთავაზა
„ბევრი ვიფიქრე, როგორ გადამეხადა იუბილე და მივხვდი, რომ რესტორანში პურ-მარილის გაშლას ისევ კონცერტის მოწყობა მერჩივნა, მით უფრო, რომ ყველა იმ ადამიანის დაპატიჟებას შევძლებ, ვისი ნახვა და გვერდზე ყოფნაც გამიხარდება. რა თქმა უნდა, მსმენელსაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ჩვენს საღამოზე. პრინციპებს არც ამ შემთხვევაში ვუღალატე, არ ჩავთვალე, რომ იუბილე განსაკუთრებული ზარ-ზეიმით უნდა აღმენიშნა, ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურები არ შევაწუხე და მხოლოდ კერძო სექტორის – კომპანია „ნიკორას“ დაფინანსებით შემოვიფარგლე, ისიც მხოლოდ იჯარის თანხის გადასახდელად“. – ამბობდა მომღერალი კონცერტამდე რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ -ში სტუმრად ყოფნისას.
კონცერტი ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში გაიმართა.