Sparks-ის ორგანიზებით, 11 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, საკულტო მესაყვირისა და კომპოზიტორის, კრის ბოტის კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი, რომელიც მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში განსაკუთრებულ სიმპათიასა და ინსტერესს იწვევს მსმენელში, პუბლიკის წინაშე თავისი შემოქმედების შედევრებით წარდგა.
აღსანიშნავია, რომ 62 წლის ინსტრუმენტალისტი დღემდე აქტიურად დგას სცენაზე და გულშემატკივარს, სიახლეებით ანებივრებს.
ბოტი, „გრემის“ ხუთგზის ნომინანტი და გამარჯვებულია. 2013 წელს, მას ჯილდო „საუკეთესო ინსტრუმენტული პოპ ალბომისთვის“ გადაეცა.
შთამბეჭდავია იმ შემსრულებლების ჩამონათვალი, ვისთანაც კრისს უთანამშრომლია.
ამ სიაში არიან: სტინგი, ბარბრა სტრეიზანდი, ლედი გაგა, ტონი ბენეტი, ფრენკ სინატრა, არეტა ფრანკლინი, ანდრეა ბოჩელი და სხვები შედიან.