რუმინეთი 2016 წლის ევროვიზიას გამოეთიშა

0
11

ევროპის ყველაზე მასშტაბურ ევროფესტივალამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, იმასთან დაკავშირებით, რომ რუმინეთი წლევანდელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ქვეყნის დისკვალიფიკაციის მიზეზად რუმინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (TVR) მიერ ევროპის მაუწყებლისადმი დაგროვილი ვალი სახელდება. დავალიანების დასაფარად, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუმინეთს გარკვეული ვადა მისცა, თუმცა ქვეყანამ დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. შესაბამისად, კონკურსში წელს, 43 ქვეყნის ნაცვლად, 42 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობს.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, რუმინეთის წარმომადგენელს მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებელი (TRM) გამოეხმაურა და საკუთარ წარმომადგენელთან ერთად სცენაზე გამოსვლა და დუეტში სიმღერა შესთავაზა. თუმცა, რუმინეთის წარმომადგენელმა უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს შვედეთი 10, 12 და 14 მაისს უმასპინძლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here