„ჩემმა შვილმა უნდა შეძლოს სიმშვიდით მიღება, რასაც თავის დროზე მე გავუძელი… გთხოვთ, ზედმეტი აქტიურობით, შეფასებებითა და დასკვნებით ნუ გააუფერულებთ იმას, რაც მამა-შვილმა გულწრფელობითა და სითბოთი მოიტანა თქვენამდე“ – ეკატერინე ბაქრაძე

0
945
ეკატერინე ბაქრაძე
ეკატერინე ბაქრაძე

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, სიხარულთან ერთად, ფორიაქი და პასუხისმგებლობა ცუნამივით დაგვატეხა თავს მე და ჩემს გიორგის. უნდა გავუძლოთ ამ მძიმე და სასურველ ტვირთს…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში როლიკო ოქროპირიძის უფროსი ვაჟის, გიორგის დედა, ეკატერინე ბაქრაძე წერს.

„თენდება ყველაზე თბილი და ტკბილი დილა, ანგელოზი სიცოცხლის სუნთქვას რომ ახარებს დედას… გავა დრო და ეს სიცოცხლე კაცობრიობის ახალი სიცოცხლის დაბადებად და მარადიულ სიცოცხლედ რომ იქცევა და სხვადასხვა სასწაულად დაგვაჯერებს მის ღვთიურ მადლში…

ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სასწაული შვილის სახით მომივლინა უფალმა და დედობის მადლით დამაჯილდოვა.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, სიხარულთან ერთად, ფორიაქი და პასუხისმგებლობა ცუნამივით დაგვატეხა თავს მე და ჩემს გიორგის. უნდა გავუძლოთ ამ მძიმე და სასურველ ტვირთს… ჩემმა შვილმა უნდა შეძლოს სიმშვიდით მიღება, რასაც თავის დროზე მე გავუძელი… თითქოს ისტორია მეორდება – უფრო მეტი ემოციით და გამოცდით…

უამრავი დამეგობრების თხოვნა მომდის – გულწრფელად აღტაცებული თუ ცნობისმოყვარე, ჩასაფრებული ადამიანების. ვცდილობ, ყურადღების მიღმა არ დავტოვო, მაგრამ ყოველდღე 200 თხოვნა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე ლიმიტს მივუახლოვდები

მადლობას გიხდით, ვინც ჩემს ბავშვობას იხსენებთ, ვინც ჩემს დედობას ასხამთ ხოტბას, ვინც ჩემს ბიჭს ეფერებით. 🙏ხარების მადლი ფარავდეს თქვენს ოჯახებს.

მინდა ის თხოვნა, რაც ახლახან ინტერვიუში გავაჟღერე, აქაც გავიმეორო: ზედმეტი აქტიურობით, შეფასებებითა და დასკვნებით ნუ გააუფერულებთ იმას, რაც მამა-შვილმა გულწრფელობითა და სითბოთი მოიტანა თქვენამდე.“

„ჩემი სიამაყე, სუნთქვა და გამართლება ხარ, დედუ“ – როლანდ ოქროპირიძის უფროსი შვილის შესანიშნავი შესრულება