პარასკევს, 25 იანვარს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS- ის ორგანიზებით ბავშვებისთვის საყვარელი, „ბასტი- ბუბუს“ მუსიკალური შოუ – „შობის ზღაპარი“ გაიმართა.
მუსიკალურ შოუში მონაწილეობდნენ „ბასტი – ბუბუ“, თოვლის ბაბუა, ყველასთვის საყვარელი მსახიობები და მომღერლები: ნუცა თოფურია, დუეტი „ჯორჯია“, ნინი ბადურაშვილი, სალომე ბაკურაძე, ბაბილინა, დოდი გიო, ანა ქურთუბაძე, ბარბარე ჩიქოვანი, ნატალია ქუთათელაძე.
„მადლობა ბასტი-ბუბუს ულამაზესი და ჯადოსნური კონცერტისთვის“, – დაწერა ნინი ბადურაშვილმა კონცერტის შემდეგ.
„ბასტი-ბუბუს“ ერთი-ერთმა დამფუძნებელმა მაკა აროშიძემ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კონცერტის ორგანიზებაში დაეხმარა.
„ასე დაიწყო გუშინ ჩვენი ზღაპარი. საპროდიუსერო, სარეჟისორი, სადადგმო, ქორეოგრაფიული, მუსიკალური, პედაგოგიური, სამხატვრო, ბუტაფორიული, ხმის, ლოჯისტიკური ჯგუფების ნამუშევარი❤️დიდი მადლობა მათ. მადლობა ჯგუფ sparkles, ფილარმინიას, სათითაოდ ყველა მშობელს და ყველა ბავშვს შრომისთვის დამადლობა მაყურებელს. განსაკუთრებული მადლობა მსახიობებს და მომღერლებს, ნუცა თოფურიას, რატი დურგლიშვილს, მაკა ზამბახიძეს, სალომე ბაკურაძეს, ნუკრი კაპანაძეს ნატალია ქუთათელაძეს, ნინი ბადურაშვილს, ანა ქურთუბაძეს, გიორგი ქათამიძეს, ნატო სულხანიშვილს, ბარბარე ჩიქოვანს, ანი კილაძეს, ანა კლდიაშვილს, იმისთვის, რომ ჩაებნენ ჩვენს ბასტი- ბუბუში და დადგნენ საბავშვო საქმის გვერდით. „ბასტი-ბუბუ“ ქართული სიტყვაა და საბავშვო აურზაურს და ჟრიამულს ნიშნავს“. – დაწერ მაკა აროშიძემ და კონცერტის კადრები გამომწერებს გაუზიარა.
„ბასტი-ბუბუს“ დირექტორმა, მარიკა აროშიძემ ასევე მადლობა გადაუხადა კონცერტში მონაწილე მომღერლებს.
„ეს ხომ ჩემი ოჯახია, ყველას გისურვებთ ასეთ ოჯახში მოხვედრას,
ჩვენი ოჯახის ყველა წევრს დიდი მადლობა რომ ასეთები ხართ,
32 წელია ბასტი ბუბუ რომ ბრჭყვინავს თვენი დამსახურებაა. მიყვარხართ !
ჩავიფირებ ეხლა კიდევ ახალ სურვილს და …მალეე ამისრულდებააააა“. – წერს მარიკა აროშიძე.
კონცერტს ესწრებოდნენ დღის ცენტრ „იმედის სხივის“ და 198-ე სკოლის ბენეფიციარი ბავშვები.