თათია სამხარაძე სტრესის, დეპრესიისა და მძიმე ცხოვრების შესახებ

0
59

მსახიობი თათია სამხარაძე ეკა ხოფერიას თოქშოუში ალაპარაკდა. როგორც მან განაცხადა, დეპრესიის გამო, რომელიც პირადი ცხოვრების გამო შეექმნა და ქმართან გაშორება იგულისხმა, საგრძნობლად დაიწყო წონაში კლება. შემდეგ კი დედა დაეხმარა, რომელმაც ექიმთან მიიყვანა.

გარდა ამისა, მსახიობმა აღნიშნა:

“ძალიან ბევრს ვფიქრობდი, უნდა მელაპარაკა თუ არა ამაზე საერთოდ. ჩემს ცხოვრებაში სტრესი არ იყო, ჩემს ცხოვრებას თან ახლავს დეპრესიების მთელი ქრონოლოგია. ეს ყველაფერი არ დაწყებულა მაშინ, როცა თქვენ ნახეთ. სინამდვილეში დაიწყო ძალიან ღრმა ბავშვობაში, ჩემს ოჯახში, როცა დატრიალდა ტრაგედია და დავკარგე ოჯახის წევრი. ეს იყო გარდატეხის ასაკი და იქიდან მოყოლებული, ხშირად, როცა სტრესულ გარემოში ვვარდები, ვარ მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა ამ ბოლო დროს ვისწავლე ჩემი ემოციების კონტროლი“ – აღნიშნა თათიამ ეკა ხოფერიას თოქშოუში სტუმრობისას, სადაც სტრესისა და დეპრესიის შესახებ საუბრობდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here