მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბევრისთვის საყვარელი გოგიჩას, გიორგი გოგიჩაიშვილის მამა იყო. ოჯახის წევრები მსახიობს სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:
ნანუკა გოგიჩაიშვილი:
„ჯერ ვერ ვიაზრებ და სათანადოდ ვერ გესიყვარულები… მადლობა ყველაფრისთვის. შენ ჩვენი ბავშვობა დაბადების წამიდან დაუვიწყარი გახადე!“
ნინი გოგიჩაიშვილი:
„ჩემი მზის სხივი, ჩემი უსაყვარლესი ბაბუ!
რამდენ ბედნიერ წამს ითვლის გული შენთან ერთად!
რამდენ ბედნიერ წამს ითვლის გული შენთან ერთად!
ჩემი უტკბილესი ბაბუ.
არ არსებობს ადამიანი ვისაც სოსიკოსთან შეხება ქონია და სიგიჟემდე არ უყვარს!
დიდი ადამიანი დიდი გულით!
ურთულესია, შენთან დამშვიდობება და არც მინდა ამ რეალობის აღქმა“.
ნათია ბანძელაძე:
“იცით, როგორი იყო ჩემი სოსიკო, მზეს რომ 9 სხივი აქვს, იმაზე თბილი, კაშკაშა, სიცოცხლით სავსე. იცით, როგორი იყო ჩემი სოსიკო? ყველას რომ ყოფნიდა მისი სიყვარული. იცით, როგორი კაცი დაკარგა ამ ქალაქმა: კეთილზე კეთილი, ტკბილზე ტკბილი, ნიჭიერი, კაშკაშა ვარსკვლავი. რომელიც ისე ბრჭყვიალებდა, არავის წვავდა. ჩემმა, ჩვენმა ყველაზე დიდმა გოგიჩამ ასე გადაწყვიტა, წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა… მიყვარხართ, ბიჭებოოო, როგორ არ დამინდეთ, თქვენ ხომ ყველაზე კეთილი ადამიანები იყავით ამ სამყაროში…
მიყვარხარ – ცოტაა ეს სიტყვა, მტკივა, ძალიან მტკივა ახლა უკვე ყველაზე დიდი გოგიჩა”.