რობი უილიამსის კონცერტზე ბილეთები დამატებით გაიყიდება

0
17

27 მაისს, “დინამო არენაზე“, ქართველი მაყურებელი რობი უილიამსის კონცერტს დაესწრება. Tkt.ge-ზე განთავსებული ბილეთების პირველი ნაკადი, 8000 ცალი, მათი საიტზე განთავსებიდან 28 წუთში გაიყიდა. სულ ორგანიზატორებმა საიტს 34 000 ბილეთი გადასცეს. როგორც საიტის გენერალურმა მენეჯერმა, მარიამ მორგოშიამ გვითხრა, ამ დროისთვის 32 297 ბილეთია სულ გაყიდული, აქედან 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან შესრულდა, კონკრეტულად კი, 52 ქვეყნიდან.

ახლახან გახდა ცნობილი, რომ მსურველების დიდი რაოდენობის გამო, რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრებად დამატებით, tkt.ge-ს 1500-მდე ბილეთი გადაეცა. ისინი კორპორატიული შესყიდვებისთვის იყო გადადებული, მათ შესაძენად კომპანიებსა და სხვადახვა უწყებას დრო გუშინდელ დღემდე ჰქონდათ მიცემული, შემდეგ კი საიტს გადაეცა გასაყიდად. ამის თაობაზე ყველა დეტალი რობი უილიამსის მენეჯმენტთან შეთანხმდა. როგორც ცნობილია, ყველა საკითხი მათთან თანხმდება. ასე რომ, მსურველებს დამატებით 20, 90 და 130-ლარიანი ბილეთების შეძენა შეუძლიათ…

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here