მომღერალი რატი დურგლიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ვიდეო, რომელიც ასახავს ჩემს, ჩვენს განვლილ ცხოვრებას 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი „დიდებული“ და, რაც მთავარია, ქრისტიანული სახელმწიფო დიდი რუსეთია. ყველანაირი დესტაბილიზაციის, ყველანაირი უარყოფითის და შიშის დანერგვის ქვეყანა, რომელიც მუდამ ომით იმუქრება. ვიდეო, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად დაბერდება“, – წერს რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში.