ბერა ივანიშვილი თაყვანისმცემლებს სიახლეებით დაუბრუნდა. 18 აგვისტოს იუთუბზე მისი ახალი კლიპი გამოჩნდა, სიმღერაზე სახელწოდებით “I Look Good On You”, რომელიც თავად დაწერა. ზუსტად ერთ დღეში ვიდეორგოლმა ასობით ათასი ნახვა დააგროვა.
ბერას ახალი ვიდეორგოლი ენერგიულ სასიყვარულო სიმღერაზე ლოს-ანჯელესშია გადაღებული. მასში მომხიბვლელი მუქკანიანი მოდელი, Brianna Michelle-ი მონაწილეობს. რეჟისორი კი გახლავთ მომღერლის მეგობარი, Nash Grier-ი.
სხვათა შორის, Nash-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თინეიჯერია, რომელსაც სოციალურ ქსელებში, მთლიანობაში 20 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რითაც Miley Cyrus-სა და Justin Bieber-საც კი გადაუსწრო. 2013 წელს Grier-ი პოპულარული გახდა Vine-ზე თავისი ექვსწამიანი ვიდეოების განთავსებით. ახლა კი, როგორც ჩანს, ახალი საქმიანობის მოსინჯვა გადაწყვიტა. ვინაიდან ეს მისი პირველი ვიდეორგოლი გახლდათ, Nash-ს ეხმარებოდა GDS-ის, კერძოდ “ტიფლისის“ ერთ-ერთი რეჟისორი ნოდარ მარშანიშვილი.
დავინტერესდით, ელოდებოდა თუ არა ბერა ივანიშვილის საპროდიუსერო ჯგუფი ერთ დღეში ნახვების ამხელა მაჩვენებელს იუთუბზე და შემსრულებლის პრესსამსახურს დავუკავშირდით. როგორც გვითხრეს, ასეთ შედეგს არ ელოდნენ. იუთუბის ნახვების გარდა, კლიპი თვითერზე მსოფლიო ტრენდი გახდა, რამდენიმე საათში 462 ათასზე მეტმა ადამიანმა დაპოსტა #ILookGoodOnYou“ – ამბობს მარიამ კალაძე.
როგორც შევიტყვეთ, ბერა უკვე გეგმავს კიდევ ერთი კლიპის გადაღებას. სიმღერას ჰქვია “Untouchable“, თუმცა ეს არ იქნება სოლო სიმღერა, არამედ დუეტი. ამბობენ, რომ ბერას გულშემატკივრებს დიდი სიუპრიზი ელოდებათ, მაგრამ ჯერჯერობით არ ამხელენ, ვისთან ერთად ამზადებს დუეტს მომღერალი.
[jwplayer mediaid=”1351″]