ვინ წარადგენს საქართველოს “ახალ ტალღაზე”?!

0
48

რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ წლევანდელ “ახალი ტალღის“ სიმღერის კონკურსზე საქართველოს გიორგი ნადიბაიძე და ალისა დანელია წარადგენენ. “საბავშვო ახალ ტალღაზე“ კი საქართველოს ლიზი ჯაფარიძე წარადგენს.

გიორგი ნადიბაიძე “ახალი ხმის“ გამარჯვებულია, ის ქეთა თოფურიას გუნდის წევრი იყო. მომღერალი ამ ამბავს სოციალური ქსელით ეხმაურება:

“მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს!

ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს! მოკლედ გეტყვით, რომ მიუხედავად დიდი მღელვარებისა და კონკურენციისა, “ახალი ტალღის“ (წარსულში ცნობილი იურმალა) ნახევარფინალი წარმატებით გავიარე და მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც გაიმართება სოჭში და სადაც საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა და ვასახელებ საქართველოს.

პ.ს ყველას უღრმეს მადლობა თანადგომისა და კეთილი სურვილებისთვის!”.

ალისა დანელია კი რუსეთში მოღვაწეობს.

რაც შეეხება 12 წლის ლიზი ჯაფარიძეს (Lizi Pop), მან წარადგინა საქართველო 2014 წლის საბავშვო ევროვიზიაზე და მისი სიმღერა “Happy Day” დღესაც კი არ კარგავს პოპულარობას.

საბავშვო ახალი ტალღის კონკურსი ყირიმში, ზაფხულში გაიმართება, ხოლო დიდების სექტემბერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here