„ბავშვს ველოდებით სუროგატისგან… არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო ელო­დე­ბა ჩემი და გი­ორ­გის შვილს“ – ნინო თოლორდავა

0
5135

ტე­ლე­წამ­ყვან ნინო თო­ლორ­და­ვას ოჯახ­ში სი­ახ­ლეა. ნინო და მისი მე­უღ­ლე შვილს ელო­დე­ბი­ან. რო­გორც თო­ლორ­და­ვამ გა­და­ცე­მა­ში „სთო­რი“ ისაუბრა, ბავ­შვი სუ­რო­გა­ცი­ის მე­თო­დით გაჩ­ნდე­ბა.

ტე­ლე­წამ­ყვანს ერთი შვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს – ამი­კო 24 წლი­საა, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ორი შვი­ლი ჰყავს მის მე­უღ­ლეს, გი­ორ­გის, ახლა კი მათი პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლიც და­ი­ბა­დე­ბა.

„ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა, ძა­ლი­ან დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთხელ გავ­ხდე­ბი დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დღეს გახ­და 24 წლის და კი­დევ ვხდე­ბი დედა, არ ვიცი, რო­გორ გა­ვი­ა­რე მთე­ლი ეს რვა თვე.
ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბით სუ­რო­გა­ტის­გან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო ელო­დე­ბა ჩემი და გი­ორ­გის შვილს. დიდი მო­ლო­დი­ნი გვაქვს, ჩვენ­თვის ალ­ბათ აგ­ვის­ტო­ში დად­გე­ბა ახა­ლი წელი.
ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ლო­დე­ბო­დით, მინ­დო­და შვი­ლი, წლე­ბია, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის არ შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვის გა­ჩე­ნა, თუმ­ცა ეს ბავ­შვი ჩნდე­ბა. ყო­ველ დღე ვუხ­დი მად­ლო­ბას ღმერ­თს, რომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს, მე მე­ო­რე­ჯერ გავ­ხდე­ბი დედა.

ამი­კო რომ იყო 6-7 წლის, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მინ­და სულ შვი­ლი. სულ იმედ­გაც­რუ­ე­ბა მქონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 6-7 წე­ლია, არ ვიცი, რო­გო­რი ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ლო­დი­ნი მქონ­და, იქ­ნებ ახლა, იქ­ნებ, ამ თვე­ში… მაგ­რამ არ დგე­ბო­და ეს დღე, სა­ჭი­რო იყო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მი­მე­მარ­თა სუ­რო­გა­ცი­ის მე­თო­დის­თვის”, – ამ­ბობს ნინო თო­ლორ­და­ვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here