ექსკლუზივი: სად გაიცნო ერიკ რობერტსი ნანუკა ქარუხნიშვილმა: „სულ უკან დამსდევდა, ჯორჯიას მეძახდა და ლოს ანჯელესში დამპატიჟა…“

0
1054

მომღერალმა ნანუკა ქარუხნიშვილმა, რომელმაც ერთ-ერთ პროფესიად ვიზაჟისტობა აირჩია, ახლახან მეიქ აფ არტისტების ჯგუფთან ერთად, კანის კინოფესტივალს მიაშურა, სადაც სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებაზე მოდელებისთვის მაკიაჟის გაკეთება სთხოვეს. ეს ვოიაჟი ნამდვილ თავგადასავლად იქცა, რომელიც ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს. როგორ გაიცნო ერიკ რობერტსი და სად დაპატიჟა ქართველი მომღერალი და ვიზაჟისტი ჯულია რობერტსის მსახიობმა ძმამ, ამის შესახებ ნანუკა ექსკლუზიურად fortuna.ge-ს მოუთხრობს.

ნანუკა, როგორც ვიცი, კანის კინოფესტილვაზე შენი ვიზიტი ნამდვილ ჰოლივუდურ თავგადასავლად გადაიქცა. მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი იქ?

ყოველთვის ვცდილობ, რომ სიახლე მქონდეს და დამატებითი საქმე შევისწავლო. მომღერლობის მიღმა, სულ რაღაცებს ვსწავლობ პერიოდულად. ერთ-ერთი ვიზაჟია, რომლის კურსებიც გავიარე. ვიზაჟი ისეთი რამეა, სულ მჭირდება, გადავწყვიტე, ხარისხიანად შემესწავლა ეს საქმე. უკვე რამდენიმე წელია, ჩემი მეგობარი, ვიზაჟისტების ჯგუფთან ერთად, დადის კანის კინოფესტივალზე, სადაც მოდელებს, სტუმრებსა და მსახიობებს მაკიაჟს უკეთებენ. შემომთავაზა, ხომ არ წამოხვალ შენც, თან „მაკისა“ და „ბობი ბრაუნის“ მასტერკლასებსაც დაესწრებიო. ამ ჯგუფთან ერთად გავემგზავრე კანის კინოფესტივალზე. კანის კინოფესტივალის ფარგლებში უამრავი ჩვენება ტარდება, მათ შორის, „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაც იყო, რომლისთვისაც მოდელებს მაკიაჟი ჩვენ გავუკეთეთ.

იხილეთ სრულად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here