მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა – „წავიდა ჩვენი ძმაკაცი – ტრისტოც“

0
205
ტრისტან სალარიძე
ტრისტან სალარიძე

მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრის მსახიობები წერენ.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე ქართული კინოსა და თეატრისთვის, სადაც ტრისტანს ბევრი სახასიათო როლი აქვს შესრულებული.

მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება.

„მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული, ძალიან!  წავიდა ჩვენი ძმაკაცი – ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა! “, – წერს ედმონდ მინაშვილი.

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე 1955 წელს ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და. 1980 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი რო­ლე­ბია: ჯამ­ბა­ზი („როლი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი გო­გო­ნა­სათ­ვის“), ჭე­იშ­ვი­ლი („საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა“), პო­ლი­ცი­ე­ლი („სე­ჩუ­ა­ნე­ლი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი“), მკვლე­ლი („მაკ­ბე­ტი“), გელა ( „მერე რა რომ სვე­ლია სვე­ლი ია­სა­მა­ნი“ ), ქავ­თარ („ლა­მა­რა“ ), შაქ­რო ( „კა­ცია ადა­მი­ა­ნი“ ), ჯა­რის­კა­ცი ( „მე­თორ­მე­ტე ღამე“), მე­ა­თე მსა­ჯუ­ლი („თორ­მე­ტი გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი“), ლადო („ვა­ნი­ლის მოტ­კბო, სევ­დი­ა­ნი სურ­ნე­ლი“). 2010 წელს მი­ე­ნი­ჭა ქ. ბორ­ჯო­მის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here