მატილდა გვარლიანი Models.com-მა საუკეთესო 50 მოდელს შორის დაასახელა. მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც ამ სიაში მოხვდა.
როგორც გამოცემის ვებგვერდზე ვკითხულობთ, TOP 50 მოდელში ხვდებიან ახალგაზრდა მოდელები, რომლებიც ცნობილი ბრენდების, ჟურნალებისა და ფოტოგრაფების რჩეულები გახდნენ და აქვთ შანსი მომავალში სუპერმოდელებად იქცნენ.